
ბათუმში კაცი მოკლეს
22/12/2023 06:44:16 სამართალი
ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კაცი მოკლულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.