Accentnews.ge
ნიკოლოზ გინტური: ჩემი ძმის მანქანას 35 ნატყვიარი აქვს

ნიკოლოზ გინტური: ჩემი ძმის მანქანას 35 ნატყვიარი აქვს

22/12/2023 10:47:13 სამართალი

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმის – ნიკოლოზის თქმით, მანქანას, რომლითაც ყოფილი სამხედრო ოკუპანტებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, 35 ნატყვიარი აქვს.

"ვიცოდი და გვეუბნებოდნენ, რომ "ავტომობილს 2-3 ტყვია აქვს მოხვედრილიო", მაგრამ მე თვითონ დავთვალე – 35 ნატყვიარი აქვს ჩემი ძმის მანქანას. 2 ნატყვიარი აქვს სავარძელზე, დანარჩენი მანქანას ეტყობა გარშემო, საბურავებზე ვერ დავთვალე, რამდენია" - ამბობს ნიკოლოზ გინტური.

როგორც ნოკოლოზ გინტური ამბობს, ელოდება ექსპერტიზის ჩატარებას და შემდეგ მიმართავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

"გამოძიება არ დამთავრებულაო, ექსპერტიზა არ ჩატარებულაო" და ველოდებით ექსპერტიზის ჩატარებას. დაველოდები ცოტა ხანს გამოძიებას, რა იქნება. თუ არა, მერე მივმართავ სხვა ხერხს, სტრასბურგში გავასაჩივრებ და ვიპოვი დამნაშავეებს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ" - თქვა გინტურმა.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ, სალოცავთან საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S