Accentnews.ge
სამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

სამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

23/12/2023 12:28:26 თავდაცვა, რეკლამა

პროექტის „ჩვენი ჯარი" წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაცსამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები სტუდენტებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, „თავდაცვის ახალი კოდექსის“, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი ჯარში მოხვედრისა და სამხედრო სამსახურის ფორმების მიმართ გამოხატეს. მათ ჯარისკაცებისგან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, აქტიური რეზერვის, სამხედრო განათლების მიღებისა და სამხედრო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების უნივერსიტეტებსა და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S