
სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
25/12/2023 10:17:28 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
მისი ინფორმაციით, სკოლის ძირითადი შენობის სახურავსა და ფასადს რეაბილიტაცია 2023 წელს ჩაუტარდა. შესაბამისად, განხორციელდება შიდა სრული რეაბილიტაციაც.
"აშენდება სპორტდარბაზის შენობა რომელშიც განთავსდება:
- მრავალფუნქციური სპორტული მოედანი გასახდელები,
- სველი წერტილები და სხვა სათავსოები.
- შენობა იქნება სრულად ადაპტირებული.
- შენობა სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.
- პროექტის ღირებულება 1 591 967 ლარია", – აცხადებენ სამინისტროში.