Accentnews.ge
ჯუანშერ ბურჭულაძე: „დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის

ჯუანშერ ბურჭულაძე: „დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის

25/12/2023 14:02:11 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, „დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის.

„დელტა ტექსტილის“ ფუნქციონირება გამჭვირვალე პროცესია, შეგიძლიათ გამოითხოვოთ, ციფრები, მათი წარმადობა ორჯერ გაიზარდა და წელს მათი ბრუნვა სავარაუდოდ, 30 მილიონილარი იქნება. დასაქმებულთა რაოდენობა 250-დან 500 ადამიანამდე გაიზარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტიდასახელების პროდუქციას აწვდის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მან ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ უნიფორმებზე, კვების ხარისხსა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაამახვილა:

„შედეგი ყოველთვის აღნიშნავს იმას, თუ როგორია კონტროლი.კონტროლის მექანიზმები რომ არ გაგვეძლიერებინა, ბუნებრივია, ასეთ შედეგს ვერც კვების და ვერც უნიფორმების მიმართულებით მივაღწევდით. კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხი მივიღეთ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც საზოგადოებას კონტროლის შიდა და გარე მექანიზმებიც გააცნო, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემაში ცნობილი სტანდარტის, ISO სერტიფიკატის სახით მოქმედი კონტროლის ინსტრუმენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S