Accentnews.ge
აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი - კარბაიას საქმეზე: "არაფრის დამალვას ვაპირებთ - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!"

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი - კარბაიას საქმეზე: "არაფრის დამალვას ვაპირებთ - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!"

26/12/2023 13:09:25 კონფლიქტები, სამართალი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა საქარველოს მოქალაქის, გალის რაიონის მკვიდრი თემურ კარბაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, დე ფაქტო სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყოს ამ საქმესთან, ამ დროისთვის განრიდებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, "რათა ხელი არ შეუშალოს მიმდინარე მოკვლევას, რომლის შედეგების მიხედვით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები".

"ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და შედეგები პროკურატურას გადაეცა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ და მოკვლევის შედეგების მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. არ ვაპირებთ, რაიმე დავმალოთ - ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ყველას სმენია ალბათ ჩემს მიერ თანამდებობაზე დანიშნვიდან მალევე გალის რაიონში ჩატარებული თათბირისა და იმის შესახებ, რომ იქ საკმაოდ ხმამაღალი საუბრები მქონდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა - ალბათ, გამაჩნდა გარკვეული ინფორმაცია იქ მომუშავე თანამშრომლების ქცევის თავისებურებების თაობაზე და მომიწია, მათთვის საჯაროდ მიმემართა" - აღნიშნა კიუტმა.

კარბაიას გარდაცვალების შესახებ ცნობები 9 დეკემბერს გავრცელდა.

მისი ნათესავების ცნობით, თემურ კარბაია სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. კაცი სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მიზეზი ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები გახდა.

11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარი, რომელშიც დე ფაქტო უწყება ირწმუნებოდა, რომ კარბაია 7 დეკემბერს, დილის 08:50 საათზე „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ“ გაუშვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S