Accentnews.ge
გვარამია – ჭიათურელ მაღაროელებს: "თქვენი აქციები აღარ გაშუქდება"

გვარამია – ჭიათურელ მაღაროელებს: "თქვენი აქციები აღარ გაშუქდება"

27/05/2019 17:05:11 ციტატა

“ძალიან უცნაური ვითარებაა, ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხვდებიან აგრესიით, ამიტომ უკან მომყავს ჯგუფები ჭიათურიდან. მათ არ მოსწონთ ჩემი პოზიცია, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ და სწორედ ამიტომ ერჩიან ჩემს თანამშრომლებს. არ გინდათ რომ გავაშუქოთ ჩვენი პრობლემები? ნუ გინდათ! ჩვენ არ მივიყვანთ საქმეს იქამდე რომ ჩემს ჟურნალისტებზე თავდასხმა გახორციელდეს. ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მათ შორის ქუთაისშიც, რაც ძალიან საეჭვოა [...]. მე ჩემს აზრს გამოვხატავ და მგონია, რომ სწორადაც ვფიქრობ. ამიტომ, არასდროს ჩემი აზრის გამოხატვისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. ჯერ ხმა მიეცით, მერე "რუსთავი 2-ს” ჯგუფები გამოუგდეთ, შემდეგ გვარამია აგინეთ, ეს თქვენი პრობლემაა, "რუსთავი 2-ს” ამით ვერაფერს დაუშავებთ, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება და მასზე რეაგირება არ იქნება. კარგად ბრძანდებოდეთ თუ დაგჭირდებათ რუსთავი 2 ჩვენ მოვალთ”- ამბობს გვარამია.

წერს "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ჭითურაში მიმდინარე მოვლენებე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S