Accentnews.ge
მერებაშვილი: 2023 წლის 9 თვეში ოჯახში დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 91%-ია

მერებაშვილი: 2023 წლის 9 თვეში ოჯახში დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 91%-ია

27/12/2023 15:36:43 სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ნათია მერებაშვილის განცხადებით, პროკურატურისთვის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და ოჯახური დანაშაული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დასტურად მას მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ, ამბობს, რომ 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 4 031 პირის მიმართ დაიწყო, ოჯახში დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა.

„2018-2023 წლებში საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან 2023 წლის 9 თვეში სასამართლომ 55% დააკმაყოფილა”. – თქვა ნათია მერებაშვილმა 9 თვის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, პროკურატურას შემუშავებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S