Accentnews.ge
მირზოიანი: მართლაც არსებობს აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა

მირზოიანი: მართლაც არსებობს აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა

27/12/2023 15:52:34 კავკასია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევისთვის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს. ამის შესახებ არარატ მირზოიანმა ერევანში ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანმა არაერთხელ აჩვენა თავისი გადაწყვეტილება, კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც ურთიერთობების ნორმალიზება და მშვიდობის დამყარებაა.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ პროცესის ერთგული ვართ და ზოგადად მხარს ვუჭერთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა მირზოიანმა.

მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და ამჟამად მუშაობენ კონკრეტულად სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე.

„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ მორიგი წინადადებები აზერბაიჯანისგან, შევისწავლით და გავცემთ პასუხს – წარვადგენთ საკუთარ წინადადებებს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მირზოიანმა აღნიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად, მშვიდობის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუმცა ამისთვის აუცილებელია აზერბაიჯანის კონსტრუქციულობა.

"მართლაც არსებობს მშვიდობის შესაძლებლობა, მიუხედავად სირთულეებისა. ხელისუფლება, თავის მხრივ, ყველაფერს, რომ პროცესი დაასრულოს. მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ერთი სახელმწიფო ამას ცალმხრივად ვერ გააკეთებს. აუცილებელია აზერბაიჯანის კონსტრუქციული პოზიცია. არის შესაძლებლობა, მაგრამ ეს მხოლოდ სომხეთზე არ არის დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანი გამოიჩენს კონსტრუქციულობას“, - განაცხადა მირზოიანმა და დასძინა, რომ ბაქოდან მოდის როგორც "დადებითი იმპულსები", როგორიცაა პატიმრების გათავისუფლება, ასევე "უარყოფითი იმპულსები - აგრესიული მოწოდებები და განცხადებები".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S