Accentnews.ge
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "პრიმიტიული მსჯელობა" უწოდა "რუსეთისკენ შემობრუნების" იდეას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "პრიმიტიული მსჯელობა" უწოდა "რუსეთისკენ შემობრუნების" იდეას

27/12/2023 17:13:46 კავკასია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი "პრიმიტიულ მსჯელობად" აფასებს ვექტორის რუსეთის სასარგებლოდ ცვლილების შესახებ შეფასებებს. კერძოდ, ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სომეხმა დიპლომატმა უპასუხა შეკითხვას, "რუსეთის გაკრიტიკების შემდეგ" სომხეთის პრემიერ–მინისტრის მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე ხომ არ არის გამოვლინება იმისა, რომ „სომხეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი, რომელიც, როგორც რჩებოდა შთაბეჭდილება, ევროპისკენ იყო მიბრუნებული, მოსკოვისკენ შემობრუნდა და ითხოვა პატიება?".

დიპლომატმა ამ მსჯელობას "პრიმიტიული" უწოდა.

„ვფიქრობ, პოლიტიკაში და კონკრეტულად ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებზე, საჭიროა, მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ ფორმულირებებთან მიმართებით. ნუ იხელმძღვანელებთ პრიმიტიული შეფასებებით",– თქვა დიპლომატმა.

ის კრიტიკად არ მიიჩნევს პრობლემებზე ღიად საუბარს:

"ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ იყო მთელი რიგი პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ეს ეხებოდა პირველ რიგში ორმხრივ ურთიერთობებს და ОДКБ-ს ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მოლოდინებს, მათ განხორციელებასა თუ განუხორციელებლობას",– თქვა დიპლომატმა და კვლავ გაამახვილა ყურადღება იმ პრეტენზიებზე, რაზეც არაერთხელ უსაუბრია ღიად სომხურ მხარეს, მათ შორის, პრემიერ–მინისტრის დონეზე.

„ჩვენი საზღვრები დაირღვა და დავინახეთ, რომ ორგანიზაცია არ ჩქარობდა ამ საზღვრების დაცვას. ეს მოკლედ რომ ვთქვათ, თუმცა პრობლემა გაცილებით რთულია“,– დასძინა მირზოიანმა.

რაც შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არაფორმალურ სამიტში ფაშინიანის მონაწილეობას, დიპლომატმა თქვა, „არა მგონია, ოდესმე გსმენოდეთ EAEU-დან მოლოდინების ისეთივე ხარისხის შეუსრულებლობის შესახებ, როგორც იყო ОДКБ-ს შემთხვევაში. ვფიქრობ, სომხეთის შემთხვევაში, EAEU აგრძელებს ეფექტურ მუშაობას. მართალია, ფორმულირებები შეიძლება იყოს პირობითი და აქაც არის პრობლემები, მაგრამ ОДКБ-ს მსგავს ფორმულირებებს ვერ ნახავთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S