Accentnews.ge
საფრანგეთი აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს აძევებს

საფრანგეთი აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს აძევებს

27/12/2023 19:52:54 კავკასია

საფრანგეთი აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს ბაქოს გადაწყვეტილების საპასუხოდ. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

“ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის მიერ გადაწყვეტილების გასამართლებლად წარდგენილ ბრალდებებს. საპასუხო ზომად საფრანგეთმა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი აგენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის ელჩი საფრანგეთში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ინფორმაცია მიეღო ამ ელემენტების შესახებ,” - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანმა 26 დეკემბერს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ბაქოს მტკიცებით, მათი ქმედებები “არ შეესაბამებოდა მათ დიპლომატიურ სტატუსს და 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება.”

ბაქო უკმაყოფილოა სომხეთის მიმართ საფრაგნეთის პოლიტიკით, მათ შორის, სამხედრო ტექნიკის მიყიდვით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S