Accentnews.ge
საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ძალაში შედის – ვის ეხება გამონაკლისი

საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ძალაში შედის – ვის ეხება გამონაკლისი

28/12/2023 09:53:35 ეკონომიკა, საზოგადოება

საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა.

იმპორტი არ შეიზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება 2023 წლის 1 დეკემბრამდე დაიწყება, - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსი ნონიაძემ განაცხადა.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ შეხვედრება რა მოიტანა გეტყვით: ყველა ავტომფლობელი, რომელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან",– წერს ნონიაძე სოციალურ ქსელში.

მისი ცნობით, დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ევრო-5 სტანდარტის დანერგვის გამო, 2013 წლამდე წარმოებული მანქანების იმპორტი შეიზღუდება.

„ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილებაა, რომ მსუბუქ ავტომობილებზე რეგულაცია 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის - 2025 წლის 1 იანვრიდან. რა თქმა უნდა, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში უკვე მყოფ მანქანებს არ შეეხება, შეზღუდვა შეეხება იმ მანქანებს, რომლებიც შემოდის რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანია გარემოს დაბინძურების შემცირება.

ახალი წესები არ ვრცელდება საქართველოში შემოსულ უცხოური სანომრე ნიშნების მქონე მანქანებზე, მათი მფლობელები უბრალოდ ვერ შეძლებენ ამ მანქანების ქვეყანაში გაყიდვას. უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილს საქართველოში 90 დღის განმავლობაში გაჩერების უფლება აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S