Accentnews.ge
სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

28/12/2023 11:30:50 სამართალი

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო, ხოლო ადვოკატების მოთხოვნა აითაჯის დედისა და ბიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დედის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 100 000– ლარიან გირაოს, ხოლო ბიძის - 20 000 –ლარიან გირაოს სთავაზობდა. ბრალდებულებმა დღევანდელ სასამართლოზე დუმილის უფლებით ისარგებლეს.

მომდევნო სხდომა 11 იანვარისთვის ჩაინიშნა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ასიმ ასლანოვია. კაცი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა იგი რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აითაჯის დედა და ბიძა კი ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S