Accentnews.ge
ფაშინიანი: მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშავოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები

ფაშინიანი: მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშავოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები

02/01/2024 09:49:43 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საახალწლო მიმართვაში ბოდიში მოუხადა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებსა და სომხეთის მოქალაქეებს და მეზობლებთან „ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა.

„მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა თქვენგანს სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მთიანი ყარაბაღიდან ჩვენს ყველა დასა და ძმას, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ, იმ ტკივილისათვის, რაც ბოლო წლებში გამოიარეთ“, - განაცხადა მან.

„ბოდიშს გიხდით არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის თქვენ წინაშე, ან რაიმე ვალდებულება, ან პირობა დამავიწყდა ერთი წუთითაც კი, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, რას გრძნობთ - და მეც იმავეს ვგრძნობ“, - განაცხადა მან.

2024 წლის 1 იანვარს ფორმალურად შეწყვიტა არსებობა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ. ამის შესახებ ბრძანებას ხელი სექტემბერში მოაწერა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უკანასკნელმა პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საომარი ოპერაციის შედეგად კონტროლი დაამყარა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე.

„მაგრამ ამ გრძნობამ არ შეიძლება ხელი შემიშალოს ჩემი, როგორც ქვეყნის მეთაურის, მოვალეობების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, - თქვა მან და დასძინა:

„ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშავოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები, - და გავაგრძელებთ ამ გზით მუშაობას სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის, მომავალი თაობებისათვის“.

ფაშინიანი ბოლო რამდენიმე თვეა, ბევრს საუბრობს მეზობლებთან, - აზერბაიჯანთან და თურქეთთან, - ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ათწლეულებია, ორივე ქვეყანასთან საზღვრები ჩაკეტილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S