
იაპონიაში ბოროტმოქმედმა 13 მცირეწლოვანი დაჭრა, არიან დაღუპულებიც
28/05/2019 03:23:10 სხვა, მსოფლიო
იაპონიის ქალაქ კავასაკიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს დაესხა თავს და 19 ადამიანი დაჭრა. მათგან ორი გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის დაწყებითი სკოლის 13 მოსწავლეა.
ინციდენტი კავასაკის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, პარკთან, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბავშვები რამდენიმე ზრდასრულთან ერთად სკოლის ავტობუსს ელოდებოდნენ. თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა მხარში თვითდაზიანება მიიყენა და უგონო მდგომარეობაში იმყოფება.