
ისარელის არმია: ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებს ვბომბავთ
03/01/2024 18:11:40 მსოფლიო
ისარელის არმია აცხადებს, რომ ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებს ბომბავს.
მისი ცნობით, აღნიშნული ლიბანიდან "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის მისამართით დღეს განხორციელებული შეტევის საპასუხოა.
"ჰეზბოლას" თავდასხმის შედეგად ისრაელში არავინ დაშავებულა", აცხადებენ ისრაელის არმიაში.
ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.