Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკამ ისრაელს ღაზაში "გენოციდური ქმედებების" გამო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა, საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება

სამხრეთ აფრიკამ ისრაელს ღაზაში "გენოციდური ქმედებების" გამო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა, საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება

04/01/2024 07:43:22 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკამ ისრაელს ღაზაში "გენოციდური ქმედებების" გამო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უჩივლა.

"სამხრეთ აფრიკამ სთხოვა ICJ-ს გამოიყენოს დროებითი ღონისძიება პალესტინელი ხალხის დასაცავად და უზრუნველყოს ისრაელის მიერ გენოციდის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება – არ ჩაერთოს გენოციდში, თავიდან აიცილოს და დასაჯოს გენოციდი“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება. სამხრეთ აფრიკა თავისი ზეპირი არგუმენტების წარდგენას 11 იანვარს გეგმავს , ხოლო ისრაელი – 12 იანვარს.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი წარდგება ICJ-ს წინაშე "სამხრეთ აფრიკის აბსურდული ცილისწამების გასაქარწყლებლად".

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 300 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S