
ჯეფრი ეპშტეინის სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე დოკუმენტების ნაწილი გამოქვეყნდა
04/01/2024 09:06:13 მსოფლიო
მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე დოკუმენტების პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. სასამართლოს 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მასალები ეტაპობრივად გახდება საჯარო.
CNN-ის ინფორმაციით, დოკუმენტების პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ხმამაღალ გამოაშკარავებებს არ მოიცავდა. მოცემული ინფორმაციის დიდი ნაწილი უკვე გავრცელებული იყო მედიითა და სასამართლო პროცესებით. მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლოში წარდგენილი ეს დოკუმენტები იურიდიული სისტემის მეშვეობით გამოქვეყნდა.
ჯეფრი ეპშტეინი პროფესიით ფინანსისი იყო. სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი მას 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი. მაქსველის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ "იგი თანმიმდევრულად და მტკიცედ თავის უდანაშაულობაზე მიუთითებს"
დოკუმენტები მოიცავს მაქსველისა და ვირჯინია რობერტს ჯუფრეს ჩვენებების ამონარიდებს. ასევე არის, იოჰანა სიობერგის ჩვენება, რომელიც აღწერს პრინცმა ენდრიუმ როგორ შეავიწროვა სექსუალურად. სიობერგის ამბავი საჯაროდ ცნობილი იყო, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ჩვენება გამოქვეყნდა. ასევე სიობრე ყვებოდა, რომ ეპშტეინი ზეწოლას ახდენდა მასზე და აიძულებდა სექსუალური მასაჟი გაეკეთებინა.
პრინცმა ენდრიუმა და ვირჯინია ჯუფრემ სასამართლოს გარეშე შეთანხმებას მიაღწიეს სარჩელზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრინცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. პრინცი ენდრიუ ყველა ბრალდებას უარყოფს.
სიობერგის 2016 წლის ჩვენებაში წერია, რომ ეფშტეინი მასთან ბილ კლინტონზე საუბრობდა: "ერთხელ მან თქვა, რომ კლინტონს ახალგაზრდები უყვარს, გოგოებს გულისხმობდა". 2019 წელს კლინტონის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით უსარგებლია, თუმცა აღნიშნეს, რომ კლინტონმა არაფერი იცოდა ეპშტეინის "საშინელი საქმეების" შესახებ. ამასთან, ეპშტეინთან დაკავშირებით კლინტონი არაფერში არ დაუდანაშაულებიათ და არც ბრალი წაუყენებიათ.