
კემერონი: წითელ ზღვაში გემებზე შეტევები უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზომები იქნება მიღებული
04/01/2024 13:55:18 მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებით, წითელ ზღვაში გემებზე შეტევები უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო ზომები იქნება მიღებული.
„ეს უკანონოა. ეს არ არის დაკავშირებული ღაზასთან, ეს არ არის დაკავშირებული ისრაელთან. ეს ეხება ნავიგაციის თავისუფლებას. მსოფლიო ეკონომიკა დაზარალდება, თუ გემებზე ეს უკანონო და მიუღებელი თავდასხმა გაგრძელდება. ეს თავდასხმები უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზომები იქნება მიღებული“, - განუცხადა, Reuters-ის ცნობით, კემერონმა ჟურნალისტებს კოსოვოში.
დამატებით კითხვაზე, კონკრეტულად რა ზომებს მიიღებს ბრიტანეთი, კამერონმა პასუხისგან თავი შეიკავა.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით იემენიდან თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავდასხმას განახოციელებენ ყველა გემზე, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ის.