Accentnews.ge
"თიბისი ბანკის" ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

"თიბისი ბანკის" ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

05/01/2024 16:16:10 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 თებერვალს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 იანვარს თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S