Accentnews.ge
იოავ გალანტი: ისრაელს მალე სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ  სამხედრო შეტევა განახორციელოს

იოავ გალანტი: ისრაელს მალე სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ  სამხედრო შეტევა განახორციელოს

05/01/2024 19:15:23 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის არსებული დაძაბულობის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევის დრო იწურება.

მისი თქმით, ისრაელს მალე სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სამხედრო შეტევა განახორციელოს.

"ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზას, მაგრამ ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც ამისთვის დრო იწურება", – განაცხადა მან ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჩრდილოეთ სამეთაურო ბაზაზე სტუმრობისას.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 3 იანვარს ლიბანში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური ემსხვერპლა. იგი ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ლიბანში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

ისრაელს ლიბანში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში დღეიდან ვიზიტები დაიწყეს, რათა სცადონ, შეაკავონ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის გავრცელება სხვა რეგიონებზე.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 300 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S