Accentnews.ge
ბერბოკი: გერმანია მზადაა, საუდის არაბეთისთვის Eurofighter–ების მიყიდვაზე თანხმობა განაცხადოს

ბერბოკი: გერმანია მზადაა, საუდის არაბეთისთვის Eurofighter–ების მიყიდვაზე თანხმობა განაცხადოს

08/01/2024 09:00:23 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ბერლინი მზადაა, საუდის არაბეთისთვის Eurofighter–ების მიყიდვაზე თანხმობა განაცხადოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ისრაელში ვიზიტისას განუცხადა.

Eurofighter–ის საბრძოლო ტიპის თვითმფრინავებს გერმანია, ბრიტანეთი, იტალია და ესპანეთი ერთობლივად ქმნიან და თითოეულს შეუძლია, ვეტო დაადოს ნებისმიერ გარიგებას.

გერმანიამ დაბლოკა საუდის არაბეთისთვის Eurofighter–ების მიყიდვა 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. გარიგება 48 თვითმფრნავის ყიდვას გულისხმობს.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ "ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების კუთხით საუდის არაბეთის როლი მნიშვნელოვანია".

"ომის დაწყების შემდეგ საუდის არაბეთმა და ისრაელმა არ თქვეს უარი ნორმალიზების პოლიტიკაზე. ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთი ახლა ანეიტრალებს ჰუსიტების მიერ ისრაელისკენ გასროლილ რაკეტებს, ამას ხაზს უსვამს და ჩვენ მადლობელი ვართ ამისათვის. საუდის არაბეთი არის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი ისრაელის უსაფრთხოებაში, ამის მაგალითია, თუნდაც ბოლო პერიოდი და ის ძალისხმევას მიმართავს, რომ შეჩერდეს რეგიონული კონფლიქტის რისკი", – განაცხადა გერმანიის საგარეო საქემთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S