08-01-2024 13:11:39 მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდიდან ასობით ადგილობრივის ევაკუაციის შესახებ იუწყება.
"უკრაინის თავდასხმების გამო ბელგოროდიდან 300 ადამიანია ევაკუირებული. ისინი ამჟამად საზღვრიდან შორს მდებარე დროებითი თავშესაფრის ცენტრებში იმყოფებიან", – განაცხადა ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.