
უკრაინა: რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულ მასირებულ შეტევას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
08/01/2024 11:07:01 მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ხმელნიცკის ოლქში, 1 - ხარკოვის და 1 - დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ამ სამ ოლქსა და ასევე, ზაპოროჟიეში დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი, ადმინისტრაცილი შენობა და სამრეწველო ობიექტი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 51 აერობალისტიკური, ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, მათ შორის „კინჟალი“ და „ისკანდერი“ და 8 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 18 რაკეტა და 8-ვე დრონი.