Accentnews.ge
იოავ გალანტი: ისრაელის არმია ომის შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებს

იოავ გალანტი: ისრაელის არმია ომის შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებს

08/01/2024 12:27:07 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის არმია ომის ინტენსიური მანევრირების ეტაპიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადაინაცვლებს.

„ჩვენ ახლოს ვართ მომდევნო ფაზასთან ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელის ჯარებმა დიდწილად დაამყარეს კონტროლი, ყოველ შემთხვევაში მიწის ზემოთ“, - აღნიშნა გალანტმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, "ისრაელის სამხედრო შეტევის დროს საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობის გათვალისწინება და სამხედრო ტაქტიკა კორექტირებას საჭიროებს".

”ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას“, - დასძინა გალანტმა.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S