Accentnews.ge
ბოლნისში, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მანქანა დაეჯახა, არასრულწლოვანები დაიღუპნენ

ბოლნისში, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მანქანა დაეჯახა, არასრულწლოვანები დაიღუპნენ

08/01/2024 14:10:45 სამართალი

ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვანები ადგილზევე დაიღუპნენ.

მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებლი იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S