
შვედეთი მომავალ წელს ლატვიაში ჯარებს გაგზავნის: NATO-ში გაწევრიანებმადე დროს არ დავკარგავთ
08/01/2024 16:42:44 მსოფლიო
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ჯერ არ არის NATO-ს წევრი, ის მომავალ წელს ლატვიაში ჯარებს გაგზავნის, – ამის შესახებ შევდეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ლატვიაში შვედი ჯარისკაცები კანადის ხელმძღვანელობით განთავსდებიან.
"რუსეთი მთელი ევროპის დესტაბილიზაციას ცდილობს მუქარით, დეზინფორმაციითა და კიბერშეტევებით, შვედეთის ბუნებრივი ადგილი NATO-შია და ალიანსში საბოლოო რატიფიკაციის მოლოდინში დროს არ დავკარგავთ", – განაცხადა პრემიერმა.
შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ამ დროისთვის თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან.