
ძაღლზე ძალადობის კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
08/01/2024 21:48:03 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც პატრონის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ფაქტია ასახული.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი მარნეულში მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.