Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

09/01/2024 07:27:29 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც იგი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს.

”მე ვაპირებ, მეტი გავაკეთო ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა ჰქონდეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება", – განაცხადა ბლინკენმა.

ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია თურქეთი იყო. თურქეთის შემდეგ ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთს ეწვია. აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს იორდანიაში ვიზიტის დროს მოუწოდეს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში.

ბლინკენის თქმით, აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომი ღაზას ფარგლებს არ გასცდეს.

იგი ისრაელის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე და ეგვიპტეში ჩავა.

ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 800 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S