
ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან
09/01/2024 09:13:27 მსოფლიო
ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
„ქალაქი ბელგოროდი კვლავ დაბომბეს წუხელ, არიან დაშავებულები. ახლა რეანიმაციაში სამი ადამიანია, ყველა მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ“, - წერს ოლქის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი სოციალურ ქსელში.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, უკრაინის მოსაზღვრეში, ხშირად ხდება აფეთქებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. როგორც წესი, ამ ცნობებზე კიევი ოფიციალურ კმენტარს არ აკეთებს.