Accentnews.ge
გერმანიაში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

10/01/2024 06:04:50 სამართალი

გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ, - იუწყება გერმანული მედია.

მისი ცნობით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები კონსტანცის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა.

ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა.

საქართველოს ეჭვმიტანილი მოქალაქეები 31-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S