Accentnews.ge
კახა კალაძე – გახარიას მიერ ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე: გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

კახა კალაძე – გახარიას მიერ ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე: გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

11/01/2024 10:11:27 პოლიტიკა, რეკლამა

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, "პარტია „საქართველოსთვის“დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვალიგაში თამაშობს და ბევრი აქვს სამუშაო. ამის შესახებ კალაძემ გახარიას მიერ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

„გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერსკარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, - განაცხადა კახაკალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს, თბილისის მერი დადებითად პასუხობს.

„რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რამდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S