
ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს
11/01/2024 10:47:09 მსოფლიო
ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს", - აღნიშნა კარისმა.
მისივე თქმით, ესტონეთს აქვს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნება გაყინული რუსული სახსრების გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს ჩავიდა.