Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტრო: მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო

თავდაცვის სამინისტრო: მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო

12/01/2024 06:36:18 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში.

„სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S