Accentnews.ge
უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით 3.1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს

უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით 3.1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს

12/01/2024 08:55:36 მსოფლიო

2024-2025 წლებში უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ( 3.1 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინაში ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი რიში სუნაკი დღეს გააკეთებს.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, საჰაერო თავდაცვით, საარტილერიო საბრძოლო მასალითა და საზღვაო უსაფრთხოებით უზრუნველყოფს.

"2,5 მილიარდიდან მინიმუმ, 200 მილიონი დაიხარჯება უკრაინისთვის ათასობით დრონის შესაძენად. ეს იქნება უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი მიწოდება, რომელიც აქამდე ვინმეს განუხორციელებია", – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S