Accentnews.ge
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

12/01/2024 09:54:30 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლონური კომპანია MESKO S.A-ს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა შეხვდა.

მისი ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატო-ს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

„მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S