
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა
12/01/2024 10:27:01 სამართალი
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფები დაშავდნენ, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.