Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი: საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო

თავდაცვის მინისტრი: საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო

14/01/2024 14:38:29 თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო.

„სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცეს და წარმატებებს“, - აღნიშნავს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S