Accentnews.ge
ბლინკენი: აშშ არ მოისვენებს მანამ, ვიდრე „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება

ბლინკენი: აშშ არ მოისვენებს მანამ, ვიდრე „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება

15/01/2024 06:19:00 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, სანამ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება.

„ღაზაში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S