Accentnews.ge
გერმანიაში ათასობით პირმა, მათ შორის შოლცმა მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა

გერმანიაში ათასობით პირმა, მათ შორის შოლცმა მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა

15/01/2024 06:40:10 მსოფლიო

გერმანიაში, ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით პირმა, მათ შორის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში 10 000-მდე, ხოლო ბერლინში 25 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა.

აქციას საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც შეუერთდა.

აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ საგამოძიებო ანგარიშის გავრცელება, რომლის თანახმად, მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს გერმანიიდან მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის გეგმებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S