აშშ მარტინ ლუთერ კინგის დღეს აღნიშნავს: "მისი ისტორიული სიტყვა შეგვახსენებს თანასწორობის, ერთიანობისა და სამართლიანობისადმი მარადიულ ერთგულებას"
15/01/2024 07:25:19 მსოფლიო
დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მარტინ ლუთერ კინგის დღე აღინიშნება. მისი გამორჩეული დამსახურებისა და სამოქალაქო უფლებათა დაცვისთვის ბრძოლის ისტორიული მნიშვნელობის გამო ამერიკაში იანვრის მესამე ორშაბათი ფედერალური დღესასწაული და დასვენების დღეა.
"მარტინ ლუთერ კინგის დღეს აღვნიშნავთ და პატივს მივაგებთ მის უმნიშვნელოვანეს როლს აშშ-ში სამოქალაქო უფლებების განვითარებაში. მისი ისტორიული სიტყვა, „მე მაქვს ოცნება", რომლის არსიც ღრმადაა ფესვგადგმული ამერიკული ოცნების თანასწორობის პირობაში, დღემდე შთააგონებს თაობებს და შეგვახსენებს თანასწორობის, ერთიანობისა და სამართლიანობისადმი მარადიულ ერთგულებას", – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


