Accentnews.ge
უკრაინა აზოვის ზღვის თავზე რუსეთის რადიოლოკაციური თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინა აზოვის ზღვის თავზე რუსეთის რადიოლოკაციური თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

15/01/2024 07:54:47 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ირიბად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია რუსული სამხედრო თვთმფრინავების განადგურებისა და დაზიანების შესახებ.

უკრაინულმა მედიამ და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა 14 იანვარს, ღამით გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსეთის რადიოლოკაციური თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს და ბომბდამშენი Ил-22 დააზიანეს.

„ეს თქვენ დნეპრისთვის... ჯერ–ჯერობით დეტალების გარეშე“, - დაწერა დღეს ტელეგრამ–არხზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის იყენებს .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S