Accentnews.ge
ევროპაში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში 20 000 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში 20 000 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას

15/01/2024 09:36:23 მსოფლიო

ევროპაში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში 20 000 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთი 20 000 სამხედროს გააგზავნის ევროპაში. ასევე ევროპაში გააგზავნიან ავიამზიდებსა და ავიაციას, მათ შორის „ეფ-35“-ის ტიპის მოიერიშეებს და მზვერავ თვითმფრინავებს.

ბრიტანელ ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის წევრი ქვეყნებისა და შვედეთის სამხედრო მოსამსახურეები.

წვრთნები სახელწოდებით Steadfast Defender ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნიდან 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S