ლუბინეცი: რუსეთში უკანონოდ წაყვანილი 19 546 ბავშვიდან უკრანაში მხოლოდ 517 მოზარდია დაბრუნებული
15/01/2024 10:09:09 მსოფლიო
უკრაინის ადამიანის უფლებების კომისარი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ქვეყანაში მხოლოდ 517 ბავშვია დაბრუნებული ათი ათასობით მოზარდიდან, რომლებიც უკანონოდ წაიყვანეს და ამ დრომდე რუსეთში იმყოფებიან.
უკრაინის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ბოლოს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი იყო, სულ მცირე, 19 546 ბავშვი. ეს მონაცემი მოიცავს მხოლოდ ოფიციალურად აღრიცხულ შემთხვევებს და ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.
მისივე თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინაში დაბრუნდა 2828 ზრდასრული, მათ შორის – 150 სამოქალაქო პირი.


