Accentnews.ge
თეთრი სახლი: ისრაელის მხრიდან ღაზაში ომის მასშტაბის შესამცირებლად "ახლა სწორი დროა"

თეთრი სახლი: ისრაელის მხრიდან ღაზაში ომის მასშტაბის შესამცირებლად "ახლა სწორი დროა"

15/01/2024 10:35:14 მსოფლიო

თეთრი სახლის განცხადებით, "ახლა სწორი დროა" საიმისოდ, რომ ისრაელმა შეამციროს ღაზაში თავისი ომის მასშტაბი. ისრაელის ლიდერები კი აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ოპერაციას ღაზას მმართველი "ჰამასის" წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის მასშტაბური ომის დაწყებიდან 14 იანვარს 100 დღეს გავიდა.

ისრაელის მხრიდან ღაზაზე შეტევა მოჰყვა 7 ოქტომბერს "ჰამასის" მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმას, რასაც ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები.

ღაზას მონაცემებით, ღაზაში ომის შედეგად დაღუპულია 24 000-მდე პალესტინელი, განადგურებულია რეგიონის დიდი არეალები, ღაზას 2,3 მილიონი მოსახლიდან 85 პროცენტი სახლებიდანაა წამოსული, და მოსახლეობის მეოთხედი შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S