გაერო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმდინარე წელს 4,2 მლრდ დოლარს ითხოვს
15/01/2024 12:43:43 მსოფლიო
გაერო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად დონორებს მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს სთხოვს.
"მიმდინარე წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 14,6 მილიონ ადამიანზე მეტს, ანუ მთელი მოსახლეობის 40-მდე პროცენტს", – აცხადებენ გაერო–ს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისში (OCHA).
მისივე ცნობით, ომმა 6,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია უცხო ქვეყნებში.
"ასიათასობით ბავშვი ცხოვრობს ომის ფრონტის ხაზებზე არეალებში - შეშინებულები, ტრავმირებულები, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა გვიბიძგოს ყველაფრის გასაკეთებლად, რათა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ", - განაცხადა OCHA-ის ხელმძღვანელმა მარტინ გრიფიტმა.


