
ისრაელში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო
15/01/2024 15:06:11 მსოფლიო
ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პოლიცია ავრცელებს.
მისი ცნობით, ტერაქტის განხორციელების ბრალდებით დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა.
"ეჭვმიტანილებმა მანქანები გაიტაცეს და რამდენიმე ლოკაციაზე ხალხის მასაში შევარდნენ", – აცხადებს პოლიცია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, არსებობდნენ სხვა თანამზრახველებიც. რაანანის მერმა განკარგულება გასცა, რომ დაიხუროს სკოლები და მოსახლეობას მოუწოდა ბავშვები ქუჩაში არ გაუშვან, სანამ ვითარება გაირკვევა.