ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა
15/01/2024 16:27:12 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა. მედიის ცნობით, შეხვედრას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი, დიპლომატიური მრჩეველი, ოფირ ფალკი და ჩეხეთში ისრაელის ელჩი, ანა აზარი ესწრებოდნენ.
პეტრ პაველი ისრაელში დღეს ჩავიდა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეხვდა.
მისი ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო ცნობილი არ ყოფილა.
ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელის შემდეგ კატარს ეწვევა.


