კულება: ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი უკვე უნდა დავიწყოთ
15/01/2024 17:09:07 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება თვლის, რომ უკრაინამ და პოლონეთმა უნდა დაიწყონ რეალური საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ორმხრივი პრობლემები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რათა თავიდან აიცილონ ისეთი კრიზისები, როგორიცაა საზღვრების ბლოკირება ან მარცვლეულის კრიზისი. ამის შესახებ მან პოლონურ გამოცემა Uklad Sil-თან საუბრისას განაცხადა.
"ვფიქრობ, რაზეც უნდა ვისაუბროთ, რაზეც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, არის უკრაინულ-პოლონური ალიანსი ევროკავშირში. იმიტომ, რომ ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიქნებით. ჩვენ პოლონეთს გავაძლიერებთ და პოლონეთი ჩვენ გაგვაძლიერებს“, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, "აზრი არ აქვს ბალანსირების თამაშს ფრანკო-გერმანულ ალიანსსა თუ ევროპაში სხვა ალიანსს შორის".
„ჩვენ უნდა დავიწყოთ რეალური საუბარი იმაზე, თუ როგორ მოვაგვარებთ ორმხრივ პრობლემებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადგან ის, რაც ახლა ხდება ამ სატვირთო მანქანებით და მარცვლეულის ექსპორტით, გულდასაწყვეტია. ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზები და ამის პრევენციის მექანიზმები“, - განაცხადა მან.
ასევე, მისი თქმით, "დროა, დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ რას გააკეთებენ უკრაინა და პოლონეთი ერთად ევროკავშირში":
"პირველად ისტორიაში, მთელი ევროპა ლისაბონიდან კიევამდე ერთ მთლიანობაში იცხოვრებს. უკრაინელები და პოლონელები იქნებიან ამ დიდი პროექტის ნაწილი და შეასრულებენ თავიანთ როლს. მე მჯერა, რომ ასეთი სტრატეგიული დისკუსიისკენ და პარტნიორობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“.


