შვეიცარიის პრეზიდენტი: უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად 1,5 მილიარდ ფრანკს გამოვყოფთ
15/01/2024 18:27:16 მსოფლიო
შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამერდის განცხადებით, ქვეყანა უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად 2025-2028 წლებისთვის 1,5 მილიარდ ფრანკს გამოყოფს. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, 2024 წლის ოქტომბერში შვეიცარია უკრაინის განაღმვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების განაღმვა ქვეყნის მომავალი რეკონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
"ამ წლის ოქტომბერში ჟენევაში ამ საკითხზე კონფერენცია გაიმართება", - განაცხადა მან.


